სოფლის მეურნეობის სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე გახდა. კერესელიძე 2014 წლის სექტემბრიდან მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. მინისტრის მოადგილედ დაინიშნა ლევან დავითაშვილიც, რომელიც 2012 წლის დეკემბრიდან ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ დღესვე ღვინის ეროვნული სააგენტოს ახალი თავმჯდომარეც წარადგინა და პოსტზე გიორგი სამანიშვილი დაინიშნა. სამანიშვილი ღვინის ეროვნულ სააგენტოში სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსად მუშაობდა.
როგორც მინისტრმა ოთარ დანელიამ პრეზენტაციაზე აღნიშნა, სამინისტროში ბევრი ახალი პროექტია განსახორციელებელი, იგეგმება სტრუქტურული ცვლილებებიც. ამდენად, საკადრო ცვლილებები აუცილებელია.
მინისტრმა ორი ახალი მოადგილის შესახებაც ისაუბრა. ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ ლევან დავითაშვილი მინისტრის აპარატს გააძლიერებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ წლევანდელი რთვლის კარგად ჩატარებით, მან აჩვენა, თუ რა შეუძლია.
რაც შეეხება პირველ მოადგილეს, ოთარ დანელიას თქმით, ნოდარ კერესელიძე ამერიკაში სწავლობდა, იგი გამოირჩევა კარგი კომუნიკაციის უნარით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები