მინისტრის პოსტზე კონსულტაციები თამარ ბერუჩაშვილთანაც მიმდინარეობს
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თამარ ბერუჩაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილება პრემიერმა უნდა მიიღოს და მას უნდა დაველოდოთ.
როგორც ბერუჩაშვილმა “პირWელს” განუცხადა, “პრემიერი კონსულტაციებს ყველასთან ატარებს და სახელმწიფოსთვის აუცილებელია, რომ ეს კონსლუტაციები მალე დასრულდეს”.
თავდაცვის მინისტრობიდან ირაკლი ალასანიას გადაყენების შემდეგ, თანამდებობა ალექსი პეტრიაშვილმა დატოვა. იგივე გადაწყვეტილება საგარეო უწყების ხელმძღვანელობამაც მიიღო, თუმცა მოგვიანებით, თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ ის პრემიერმა ევროატლანტიკური კურსის შეუქცევადობაში დაარწმუნა და თანამდებობაზე დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პოსტის დატოვების მიზეზად იმას ასახელებდა, რომ საქართველოს ევროპულ კურსს საფრთხე ემუქრება.