წყალტუბოს საკრებულოში “თავისუფალი დემოკრატების” პარტიის წევრებმა “ქართული ოცნება” დატოვეს
წყალტუბოს საკრებულოში “თავისუფალი დემოკრატების” პარტიის წევრებმა კოალიცია “ქართული ოცნება” დატოვეს.
“თავისუფალი დემოკრატების” წევრების თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პრემიერმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა. მათი კოალიციის დატოვების მიუხედავად, რაიონის თვითმმართველობის ორგანოში უმრავლესობას ისევ მმართველი კოალიცია ინარჩუნებს.
„მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავემიჯნოთ კოალიცია „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წყალტუბოს რაიონული ორგანიზაციის წევრმა მაია შალამბერიძემ.