“თავისუფალი დემოკრატების” წევრები მმართველ კოალიციას ქალაქ გორის და რაიონის საკრებულოებში გამოეყვნენ

ქალაქ გორის და გორის რაიონის საკრებულოებში “თავისუფალი დემოკრატების” წევრები მმართველ კოალიციას გამოეყვნენ. დეპუტატები თვითმმართველობის ორგანოებში დამოუკიდებლად დაიწყენებ საქმიანობას.
ქალაქ გორის 15-კაციან საკრებულოში მმართველი კოალიცია 8 წევრით იყო წარმოდგენილი, თუმცა “თავისუფალი დემოკრატების” ორი წევრის გასვლის გამო კოალიცია უმცირესობაში აღმოჩნდა. გორის რაიონის საკრებულოს, 35-კაციან თვითმმართველობის ორგანოს, ორი დეპუტატის გამოყოფის მიუხედავად, უმრავლესობას ისევ კოალიცია ინარჩუნებს.
“თავისუფალი დემოკრატები ვართ ერთსულოვანი, დღედან ჩვენ აღარ ვართ კოალიცია „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში და დამოუკიდებლად ვაგრძელებთ პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ წინაშე დასახული ყველა მიზნის და ამოცანის განხორციელებას“,- განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა თამარ თედლიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები