ეკა ბესელია: „თავისუფალ დემოკრატებთან“ თანამშრომლობას ვუყურებ პოზიტიურად

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტში ოპოზიციურ სივრცეზე “ნაციონალური მოძრაობის” მონოპოლია უნდა დასრულდეს. როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პარლამენტში “თავისუფალ დემოკრატებთან” სხვადასხვა საკანონმდებლო საკითხებზე თანამშრომლობა შესაძლებელია.
“ვფიქრობ, ჩვენსა და “თავისუფალ დემოკრატებს” შორის ისეთი ნაპრალი არ არის, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ კონკრეტულ საკითხებზე საერთო გადაწყვეტილებების მიღება. მე ამ თანამშრომლობას ვუყურებ პოზიტიურად. ჩემი მოსაზრებით, პარლამენტში უნდა დასრულდეს “ნაციონალური მოძრაობის” მონოპოლია ოპოზიციურ სივრცეზე, ძალიან კარგია, რომ ეს სივრცე გაიხსნა და გაჯანსაღდა ისეთი ცივილიზებული, ბევრად უფრო ჯანსაღი პოლიტიკური ძალის მიერ, როგორიც იქნებიან “თავისუფალი დემოკრატები”. მე, პირადად ვისურვებდი მათთან დებატებს და არა “ნაციონალურ მოძრაობასთან”, რადგან ძალიან მომბეზრდა “ნაციონალურ მოძრაობასთან” დებატები”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები