იუსტიციის სამინისტრო თეა წულუკიანის ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას არ ადასტურებს
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ხვდება.
როგორც სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, თეა წულუკიანი ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში არ იმყოფება.
რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში შეხვედრას მართავენ.