ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას შეხვდა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ალასანიას შეხვდა, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა დავით ონოფრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“ვიცი, რომ გუშინ ორივე მხარის თანხობით შედგა შეხვედრა, სადაც განიხილეს არსებული მდომარეობა. რაც ქვეყნისთვის კარგია ისე უნდა წავიდეს საქმე. შეხვედრის ზუსტი დეტალები არ ვიცი”, -აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.
როგორც ონოფრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა ორივე მხარის თანხმობით შედგა. სად გაიმართა შეხვედრა ონოფირიშვილს არ დაუკონკრეტებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები