ნანა ეფრემიძე: ვითხოვ, ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ საქმეს მსვლელობა მიეცეს

ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობიდან უკვე ორი წელი გავიდა. გარდაცვლილის დედა პროკურატურას მიმართავს. როგორც „კვირას“ ნანა ეფრემიძემ განუცხადა, იგი პროკურატურისგან ითხოვს, რომ მომღერალ სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ წარმოებული საქმეს მსვლელობა მიეცეს.
„უკვე ორი წელის გადის ჩემი შვილის მკვლელობიდან. საქალაქო სასამართლოში თვალნათლივ გამოჩნდა, რომ ჩემი შვილის მკვლელობა სოსო პავლიაშვილმა შეუკვეთა. სოსო და ჩემი შვილი ერთად იზრდებოდნენ, იმაზეც კი ვფიქრობ, ნეტავი ეგ არ ყოფილიყო და სხვა ყოფილიყო, ჩემს ოჯახს და პავლიაშვილებს ნათელ-მირონობაც გვაკავშირებს. ორი წელია, გავყვირივარ რომ ჩემი შვილის მკვლელობა სოსო პავლიაშვილმა შეუკვეთა. ეს სასამართლო განხილვაზეც გამოჩნდა, მაგრამ სოსოს ერთხელაც არ დაურეკავს ჩვენს ოჯახში, ერთხელაც კი არ უფიქრია, რომ მოვეკითხეთ. სასამართლოზე სოსო პავლიაშვილის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, პროკურატურამ კი თაროზე შემოდო და აღარ იძიებს. მივითხოვ სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეზე ძიება გაგრძელდეს და მსვლელობა მიეცეს“, – აცხადებს ნანა ეფრემიძე.10799421_850062048349623_1314889582_n
მისი თქმით, იგი პროკურატურაში დაახლოებით ორი თვის წინ იმყოფებოდა და მას შემდეგ მას არავინ შეხმიანებია.
შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ადუაშვილი 2012 წლის ნოემბერში თავისივე მანქანაში ჩაცხრილეს. ამ საქმეში ბრალდებულია ექვსი ადამიანი, მათ შორის სოსო პავლიაშვილის სიძე ვახტანგ ჩხაპელია. ოჯახი შვილის მკვლელობაში თავდაპირვეალდვე სოსო პავლიაშვილს ადანაშაულებდა, რომელიც დღემდე დაკითხული არ არის.
საქალაქო სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე ანტონ ადუაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისათვის ბრალდებულებს ვახტანგ ჩხაპელიას, გელა უბილავას და კობა ყურუას 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
ამავე გადაწყვეტილებით, გელა უბილავას მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვისა და ტარების ბრალდებაში, ხოლო კობა ყურუას მიმართ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მისაკუთრების მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები