„უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“
უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მივესალმებით, რომ საქართველო ევროპული ინტეგრაციის კურსის ერთგული რჩება – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა.
მისი თქმით, სტრატეგიული თანამშრომლობა ისეთ ქვეყნებთან, როგორიც საქართველოა, ახალ დინამიკას ჰმატებს ევროკავშირს.
“უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მივესალმებით, რომ საქართველო ერთგული რჩება მისი ევროპული ინტეგრაციის კურსის. ჩვენ მიგვაჩნია რომ, ევროპის გაფართოების პროცესი უნდა დაჩქარდეს. სტრატეგიული თანამშრომლობა ისეთ ქვეყნებთან, როგორიც საქართველოა, ახალ დინამიკას აძლევს ევროკავშირს. ჩვენ კარგად გვახსოვს ჩვენი ევროკავშირში შესვლა და ის სარგებელი, რაც ჩვენ ამით მივიღეთ, მაგრამ ასევე გვახსოვს და ვიცით, რომ ჩენი გაწევრიანებით ევროკავშირმაც დიდი სარგებელი იხილა. ამიტომაც, მიგვაჩნია, რომ საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობა არის ევროკავშირის ინტერესებში. „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის“ ფარგლებში სწორედ მხარს ვუჭერთ თითოეულ ქვეყანაზე მორგებულ პროგრამებს. საქართველოსა და უნგრეთის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები აღმავლობის გზაზე დგას. უნგრეთი დაინტერესებულია აგრარული, სოფლის მეურნეობის სექტორით და ერთობლივი უნგრულ-ქართული კომპანიების შექმნით”,- განაცხადა მინისტრმა.