გედევან ფოფხაძეს არ გადაუწყვეტია, დატოვებს თუ არა კოალიცია “ქართული ოცნების“ რიგებს
ირაკლი ალასანიას პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრს გედევან ფოფხაძეს ამ დრომდე არ მიუღია გადაწყვეტილება, გავა თუ დარჩება კოალიცია “ქართული ოცნების“ რიგებიდან. ამის შესახებ ფოფხაძემ პარტიის ლიდერთან ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ზოგადად, ყველაფერს მოვიზარებ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჯერჯერობით არაფერს ვამბობ, რადგან მაქვს შეხვედრები იმ ადამიანებთან, ვის აზრსაც ანგარიშს ვუწევ. მიმაჩნია, რომ ადამიანმა გადაწყვეტილება უნდა მიიღო მშვიდად და წყნარად. იცი რას გეტყვი?! ერთი წუთი რომ მაქვს იმ რა, სად, როდისში, ისაა პრობლემა, თორემ მე რომ ათი წუთი მქონდეს, შეიძლება ყველა კითხვა გამოვიცნო, ამიტომ არ მინდა ასეთ ცაიტნოტში კამერების წინაშე ფიქრი. ფიქრის პროცესი ადამიანისთვის პრივატულია და მას უნდა მისცე საშუალება, ჩამოყალიბდეს. რაც შეეხება ირაკლი ალსანიასთან შეხვედრას, ყავას ვსვამდით მე და ირაკლი, არაფერი არ ყოფილა“, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.