იმერული რეკვიემის“ პრემიერა ახმეტელის თეატრში

15 ნოემბერს ახმეტელის თეატრში სპექტაკლ „იმერული რეკვიემის“ პრემიერა გაიმართება. ასე ჰქვია თანამედროვე ქართველი დრამატურგის – რეზო კლდიაშვილის პიესას, რომელიც ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი გოგიამ განახორციელა.
შურა ექთანი, კაბირია, პისტი, ტატიანა, კლავდია, გულთმისანი, ვალოდია, როსტომი, სამუელა – კოლორიტული და საოცრად სევდიანი პერსონაჟები შუაგულ იმერეთიდან, წინწკილას მთაზე მიტოვებული ფსიქიატრიული საავადმყოფოს გავერანებული ტერიტორიიდან ტრაგიკომიკურ სანახაობას ქმნიან. პოლიტიკური ელფერით და იმერული პეწით გაჯერებულა დიალოგები და შურა ექთნისა და მისი ყოფილი პაციენტების მოლოდინი ამ „მუდმივად არეულ ქვეყანაში“ დალაგებული ცხოვრებისა.
შურა ექთნის როლში მაყურებელი თათული ედიშერაშვილს იხილავს, რომელიც ახმეტელის თეატრის მსახიობის რანგში პირველად წარდგება საზოგადიების წინაშე.
სპექტაკლის მხატვარები აივენგო ჭელიძე და მარიკა კვაჭაძე არიან. სპექტაკლში მონაწილეობენ: თამარ ბეჟუაშვილი, მზია ტალიაშვილი, მამუკა მაზავრიშვილი, ვაჟა ციცილოშვილი, ნელი ბადალაშვილი, გიორგი გასვიანი, ლიკა ქუთათელაძე, ვასილ შიხაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები