ინდოელი გოგონა ძაღლზე გათხოვდა (ვიდეო)
“ზე დეილი მირორის“ ინფორმაციით, აღმოსავლეთ ინდოეთში მაცხოვრებელი 18 წლის გოგო მანგლი მუნდა (Mangli Munda) უპატრონო ძაღლს გაყვა ცოლად. ძაღლი ქორწილში მძღოლმა მანქანით მიიყვანა. სოფლის მაცხოვრებლები ძაღლს, რომელსაც შერუ (Sheru) ჰქვია, ოვაციებით შეხვდნენ. ცერემონია სოფლის საბჭოს ინიციატივით გაიმართა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ გოგონას, მის ოჯახს და მთელ სოფელს ამით ავი სულებისგან გაანთავისუფლებენ. უხუცესების ცნობით, თუ გოგონა ქორწილზე უარს იტყოდა და კაცზე გათხოვდებოდა გაუბედურდებოდა. გათხოვება მამაკაცზე მუნდას რამოდენიმე თვეში შეეძლება, მანამდე კი მან შინაურ ცხოველზე უნდა იზრუნოს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ინდოელი გოგონები ძაღლებს მიყვებიან ცოლად. ასეთი რიტუალი ინდოეთის ამ რაიონში რამოდენიმე სოფელში ტარდება. „მეზობლებმა თქვეს, რომ გოგონები, რომლებიც ასევე მოიქცნენ, როგორც მე დღეს ბედნოიერად ცხოვრობენ“, – განაცხადა მუნდამ.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=EcyDb3w5PLQ” width=”560″ height=”315″]