ინდოეთში საჰაერო ბურთით მოსეირნე ტურისტები აჯემერის ციხეში ჩავარდნენ

ძლიერი ქარის გამო საჰაერო ბურთი, რომლითაც ორი უცხოელი ტურისტი მგზავრობდა, ინდოეთის ერთ-ერთ ციხეში დაეშვა. ამ ინფორმაციას ინდური გამოცემა „The Indian Express“ ავრცელებს. ინციდენტი ინდოეთის შტატ რაჯასტხანში მოხდა. ოპერატორმა, რომელიც საჰაერო ბურთს მართავდა, ქარის გამო ვეღარ შეძლო ფრენის გაგრძელება და თავის მგზავრებთან ერთად აჯემერის ციხეში ჩავარდა. საჰაერო ბურთის ყველა მგზავრი ციხის დაცვამ დააკავა და ამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ინციდენტის ყველა დეტალის გარკვევის შემდეგ ყველანი გაანთავისუფლეს, საჰაერო ბურთის ოპერატორს კი ფრენის ლიცენზია ჩამოერთვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები