მანეს სურათი “გაზაფხული” აუქციონზე 65 მილიონ დოლარად გაიყიდა

ედუარდ მანეს სურათი „გაზაფხული“ აუქციონ „ქრისტისზე“ აშშ-ში 65 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს მანეს სურათების საფასურის რეკორდი თითქმის 2-ჯერ მოხსნა, – წერს „იტარ-ტასი“.
აუქციონის ორგანიზატორების მტკიცებით, ნამუშევარი ექსპონირებული გაყიდვის შემდეგაც დარჩება. გაყიდულ სურათზე პარიზელი მსახიობი ჟანა დემარსია გამოსახული. სურათი აუქციონზე იმპრესიონიზმის და მოდერნიზმის ხელოვნების ყველაზე ცნობილი ლოტი გახდა. თავდაპირველად ნამუშევარი 35 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.
სურათი „გაზაფხული“ ზეთითაა შესრულებული და მხატვრის მიერ 1881 წელს არის დასრულებული.
სავაჭრო სახლ „ქრისტის“მოგებამ მიმდინარე წლის პირველ ნახევარწელიწადში 4,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები