„დისქავერმა“ გადაიღო, თუ როგორ შეჭამა ანაკონდამ ცოცხალი ადამიანი (ვიდეო)

 

    სამეცნიერო-პოპულარულმა ტელეარხმა „დისქავერმა“ დოკუმენტური ფილმი „ცოცხლად შეჭმული“ გადაიღო. უპრეცედენტო ტელეპროექტი მაყურებელს უნიკალური კადრებით გააკვირვებს, – ამბობენ ავტორები. ტელეკამერების ობიექტივში ანაკონდა ადამიანს ცოცხლად შეჭამს.
ექსპერიმენტის გმირი პოლ როსოლია. ის ველური ბუნების შესახებ რამდენიმე ფილმის ავტორია. გიგანტურ გველთან შეხვედრამდე პოლმა სპეციალური დამცავი კოსტიუმი ჩაიცვა. ეკიპირება ვიდეოკამერებისგან და სისტემისგან შედგება, რომელიც პოლს ანაკონდას შიგნით სუნთქვის საშუალებას მისცემს. შოუ ეთერში 7 დეკემბერს გავა. როგორ უნდა ამოიყვანონ პოლ როსოლი ანაკონდიდან, უცნობია.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=OwV_K9veEJ8&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები