ამერიკელი მეცნიერი ამტკიცებს, რომ სიკვდილი მხოლოდ ჩვენი ილუზიაა
ამერიკელი მეცნიერი ამტკიცებს, რომ კვანტური ფიზიკის მიხედვით, სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არსებობს.
მეცნიერების უმეტესობის აზრით, იმქვეყნიური ცხოვრება სისულელეა, ან არ მტკიცდება. ამის მიუხედავად, ერთ-ერთი ექსპერტი ასკვნის, რომ მას აქვს დამამტკიცებელი საბუთი და ის კვანტური ფიზიკაა.
ჩრდილოეთ კაროლინის სამედიცინო სკოლის პროფესორის რობერტ ლანცის აზრით, ბიოცენტრიზმის თეორიის თანახმად, სიკვდილი ჩვენს ცნობიერებაში შექმნილი ილუზიაა. მეცნიერის თქმით, ჩვენ მხოლოდ იმიტომ გვჯერა სიკვდილის, რომ „გვასწავლეს სიკვდილი“. უფრო სწორად, ჩვენ ვცხოვრობთ იმ აზრით, რომ ჩვენი სხეული ადრე თუ გვიან გარდაიცვლება.
ბიოცენტრიზმის თეორიის თანახმად, რეალობის ცენტრალური ადგილი ბიოლოგიურ ცხოვრებას უკავია და არა პირიქით. ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში ადამიანის ქვეცნობიერი განსაზღვრავს ამა თუ იმ ობიექტის ფორმას. ლანცს მაგალითად მოჰყავს, თუ როგორ აღვიქვამთ სამყაროს: ადამიანი ხედავს ცას და ამბობს, რომ ის ცისფერია, მაგრამ ადამიანის ტვინში უჯრედების შეცვლისას მას ცა წითლად, ან მწვანედ მოეჩვენება. აქედან გამომდინარე, ჩვენი ხედვა ვერ იარსებებდა ჩვენი ცნობიერების ჩაურევლად. დრო და მანძილიც „ჩვენი გონების მარტივ ინსტრუმენტებს“ წარმოადგენს.
თუკი თეორიას დროზე და მანძილზე მივიღებთ, როგორც მენტალურ კონსტრუქციას, გამოდის, რომ სამყაროში, სადაც არ არსებობს სივრცე და წრფივი საზღვარი, სიკვდილი და უკვდავების იდეა არსებობს.
ამასთანავე, ფიზიკოსები ფიქრობენ, რომ არსებობს სამყაროების უსასრულო რაოდენობა, ადამიანთა და სიტუაციების სხვადასხვა ვარიაციით. აქედან გამომდინარე, ლანცი ადგენს, რომ სიკვდილი არ არსებობს, და როცა ჩვენ ვკვდებით: „ჩვენი ცხოვრება ყვავილს ემსგავსება, რომელიც ბრუნდება და სადღაც მულტისამყაროში აგრძელებს აყვავებას.“