მალტა მე-12 საბავშვო ევროფესტივალს უმასპინძლებს

15 ნოემბერს, 2014 წლის საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს Lizi-Pop-ი (ლიზა ჯაფარიძე) წარადგენს, სიმღერით „Happy Day“. Lizi-Pop-თან ერთად, მაყურებელი იხილავს ოთხ მოცეკვავე გოგონას: ქეთი არბოლიშვილს, ნიტა ლომიძეს, სოფო და დეა დაშნიანებს.
სიმღერის შექმნაზე კონკურსანტთან ერთად კომპოზიტორმა გიგა კუხიანიძემ იმუშავა. არანჟირება ეკუთვნის რომა გიორგაძეს. Lizi-Pop-ის ვოკალზე სოფიო ოყრეშიძე მუშაობს, ხოლო ქორეოგრაფიაზე – თამარ გოგორელიანი. მომღერლის იმიჯზე მარიკა ქურდუბაძე ზრუნავს. საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული ორჯერ გახდა, წელს კი კონკურსში მერვედ მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები