ვოკალური მუსიკის საღამო გაიმართება

9 ნოემბერს ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის კამერული მუსიკის IX ფესტივალის ფარგლებში ვოკალური მუსიკის საღამო გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობენ: ნატალია ქუთათელაძე (მეცოსოპრანო), სალომე ჯიქია (სოპრანო). კონცერტმაისტერები: ნინო წულუკიძე, ნანა დიმიტრიადი, მარინე ჭანიშვილი.
პროგრამაშია – შუბერტის, შუმანის, გრიგის, მალერის, დე ფალიას, როსინის ნაწარმოებები.
ფესტივალის ორგანიზატორია: საქართველოს მუსიკალური საზოგადოება, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. ფესტივალი ტარდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები