რეგიონებში კინოჩვენებების ხელშეწყობის პროგრამა გრძელდება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, რეგიონებში კინოჩვენებების ხელშეწყობის პროგრამა გრძელდება.
6 ნოემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ჯანელიძე ნინოწმინდას ეწვევიან და კინოჩვენებისთვის საჭირო ტექნიკური აპარატურით აღჭურვილ კინოკლუბს საზეიმოდ გახსნიან. მიხეილ გიორგაძეს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი და ნინოწმინდის გამგებელი უმასპინძლებენ.
ღონისძიებას ანიმაციური ფილმების ფესტივალის „თოფუზის“ ორგანიზატორები დაესწრებიან, რომლებიც ადგილობრივ ბავშვებს გასართობ შოუს შესთავაზებენ და ახალგახსნილ კინოკლუბში სპეციალურად მათთვის დამონტაჟებულ ანიმაციური ფილმების კოლაჟს წარმოადგენენ.
ნინოწმინდაში ვიზიტის ფარგლებში, კულტურის მინისტრი სამცხე-ჯავახეთის ფოლკლორულ ანსამბლებს, შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ხალხურ მუსიკლაურ საკრავებსაც გადასცემს. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს რეგიონების კინოჩვენებებისათვის საჭირო ტექნიკური აპარატურით აღჭურვა 2013 წელს დაიწყო. ამ დროისათვის ქვეყნის 24 ქალაქისა და მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტი უკვე აღიჭურვა ახალი ტექნიკით. შედეგად გაიხსნა არაერთი კინოკლუბი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები