„უკრაინელი ხალხის გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს“

უკრაინელი ხალხის გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს – ამის შესახებ განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ მე-5 არხზე გააკეთა. მისივე თქმით, უკრაინა აგრესიის მსხვერპლია და ევროკავშირმა უნდა იაქტიუროს.
“უკრაინა აგრესიის მსხვერპლია. ევროპის ბედი, მთელი რეგიონის ბედი უკრაინაში წყდება, ამიტომ ევროკავშირმა უნდა იაქტიუროს. რამდენჯერ შეიძლება შეშფოთების გამოხატვა. რამდენჯერ უნდა მოუწოდონ მხარეებს შერიგებისკენ. ვლადიმერ პუტინი საკუთარ ტყავს იცავს ახლა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები