საბედისწერო სელფი – რა მოხდა სევილიაში

პოლონელი ტურისტი სილვია რეიელი ესპანეთში სელფის გადაღების მცდელობისას დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას  გამოცემა “დეილი-მეილი” ავრცელებს.

“23 წლის გოგონამ სევილიაში ყოფნისას ღამით მდინარე არსებულ ხიდზე პუენტე დე ისაბელ II-ზე სელფის გადაღება მოისურვა.  სილვიამ კოორდინაცია დაკარგა და ხიდიდან  გადმოვარდა. გოგონა ოთხნახევარი მეტრის სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ბეტონის საყრდენს დაეცა. ადგილზე გამოცხადებულმა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
სევილიის მერიის წარმომადგენლებმა მომხდარს უბედური შემთხვევის კვალიფიკაცია მისცეს  და უახლოეს მომავალში ხიდთან დამატებითი ზღუდეების შექმნის პირობა დადეს. პოლონური მედიის ინფორმაციით, სილვია რეიხელი ქალაქ ლიუბლინის მცხოვრები იყო. ის სამედიცინო განხრით სწავლობდა და უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ საცხოვრებლად საბოლოოდ ესპანეთში დამკვიდრებას გეგმავდა. ხიდი –  პუენტე დე ისაბელ II მეორენაირად ცნობილია როგორც პუენტე დე ტრიანა.  ის 19 საუკუნის შუახანებში ააგეს და სევილიის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ღირსშესანიშნაობას წარმოადგენდა”, – წერს “დეილი-მეილი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები