დონეცკში სკოლასთან ჭურვის აფეთქების შედეგად მოზარდები დაიღუპნენ
დონეცკის 63-ე სკოლის სტადიონს (აეროპორტის მახლობად) ჭურვი მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჰუმანიტარული შტაბი – „პომოჟემ“-ის ვოლონტიორი ავრცელებს. აფეთქების დროს სტადიონზე ბავშვებიც თამაშობდნენ. თვითმხილველის თქმი, ჭურვის აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი მოზარდი: მერვე კლასის მოსწავლე და 18 წლის ახალგაზრდა. გარდა ამისა დაჭრილია 4 მოზარდი: 17 წლამდე ასაკის სამი და ერთი 21 წლის ბიჭი. დაშავებულები დონეცკის საოლქო ტრამვატოლოგიურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ისინი რეანიმაციაში არიან მოთავსებულები. ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა, სამის მდგომარეობა კი, საშუალო სიმძიმისაა.