ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი პროკურატურაში დაკითხეს

პროკურატურაში თავდაცვის სამინისტროს IT- დეპარტამენტის უფროსის დაკითხვა ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დაკითხვის შემდეგ ირაკლი უჯმაჯურიძეს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის უწყების თანამშრომელი, მთავარ პროკურატურაში ე.წ. კაბელების საქმეზე მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დაკითხეს. უცნობია, ირაკლი უჯმაჯურიძე რა სტატუსით იმყოფებოდა პროკურატურაში.
უჯმაჯურიძე თავდაცვის სამინისტროს ტექნოლოგიური სამსახურის უფროსის პოსტს 2013 წლის დასაწყისიდან იკავებს. უჯმაჯურიძე პროკურატურაში მისი ინტერესების დამცველთან ერთად მივიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები