რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის შვილი ალექსანდრე ივანოვი გარდაიცვალა

გაერთიანებულ არაბეთის ემირატებში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ივანოვის შვილი ალექსანდრე ივანოვი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგიკული შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ივანოვი ზღვაში ბავშთან ერთად ცურავდა.
ცნობილია, რომ ალექსანდრე ივანოვი რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის ერთ-ერთი წამქეზებელია.
„ვნეშეკონომბანკი“, სადაც მუშაობდა ივანოვი შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ამზადებს.
ალექსანდრე ივანოვი – რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფროსი შვილია, მარტში მას 37 წელი შეუსრულდა. ორი უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ (მსოფლიო ეკონომიკა – მოსკოვის საეერთაშორისო ურთიერთობის სახელმწიფო ინსტიტუტი და ფინანსური აკადემია), მუშაობდა „ვნეშეკონომბანკში“ და ვითიბი ბანკში. 2012 წელს სახელმწიფო კორპორაცია „ვნეშეკონომბანკის“ თავჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები