მოსკოვში პოლიციელი მეტროში ფეხმძიმე მიგრანტთან სექსის გამო დაითხოვეს (ვიდეო)

მოსკოვში პოლიციელი მიგრანტთან სექსის გამო შსს-ს რიგებიდან დაითხოვეს. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ შსს-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება. ინციდენტი მეტროპოლიტენში, პოლიციის ოთახში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის უფროსმა სერჟანტმა ქალი დააკავა და პოლიციის ოთახში შეიყვანა. ოთახში მათ სექსი ჰქონდათ ძალადობის გარეშე. როგორც შსს-ს შეტყობინებაშია ნათქვამი, შეგროვებული მასალების საფუძველზე პროცესუალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ცნობილია, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია.
აღსანიშნავია, რომ პოლიციელს სექსი 33 წლის ყირგიზელ ქალთან ჰქონდა, რომელიც 4 თვის ფეხმძიმე იყო. მან პოლიციაში განცხადება ჩააბარა, სადაც აღნიშნულია, რომ პოლიციელმა მას 800 რუბლი წაართვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები