სანქციების საპასუხოდ ფერმერები პარიზის ქუჩებში კარტოფილს ყრიან (ვიდეო)

ფრანგი ფერმერები სანქციებს აპროტესტებენ. პროტესტის ნიშნად ისინი კარტოფილს პარიზის ქუჩებში ყრიან. საქმე ისაა, რომ ევროკავშირის სანქციები რუსეთში კარტოფილის და სხვა ბოსტნეულის შეტანას კრძალავს. ამიტომ ტონობით პროდუქტი არარეალიზებული დარჩა. ფრანგმა მიწათმფლობელებმა 50 ტონა კარტოფილი პირდაპირ მოედანზე დაყარეს. აქვე მოიტანეს ხილით სავსე 20 000 ყუთი. ვაშლს და ფორთოხალს ყველა მსურველს ურიგებენ. ამ აქციით ფერმერები პარიზის მოსახლეობას ფრანგული პროდუქტების შეძენისკენ მიუწოდებენ, ხელისუფლებას კი – ადგილობრივი მეწარმეებისა და ეკონომიკის მხარდაჭერისკენ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=76JnjqNU6ZU” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები