ნატო: რუსეთის ჯარი უკრაინის საზღვარს მიუახლოვდა

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსული ჯარი უკრაინის საზღვარს მიუახლოვდა. გარდა ამისა, სტოლტენბერგის თქმით, დონბასში რუსული სპერაზმია განლაგებული. გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის მიერ „ბოევიკების“ წვრთნები გრძელდება, ისინი ასევე იარაღით არიან უზრუნველყოფილნი.
„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ჯარები უკრაინის საზღვართან ახლოს განლაგდნენ. რუსეთი განაგრძობს სეპარატისტების მხარდაჭერას, მათ სწავლებას, იარაღს აწვდის და უკრაინის აღმოსავლეთით სპეცრაზმის არსებობით მხარს უჭერს“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს საინფორმაციო ცენტრი დონბასის „ბოევიკების“ მიერ კონტროლირებად რაიონებში რუსული სამხედროების რაოდენობის გაზრდას აფიქსირებს.

10736162_862582660448640_1408151331_n

10799824_862582657115307_952825078_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები