ეუთო: უკრაინაში დამკვირვებელთა მისიის შემადგენლობა 500-მდე გაიზრდება
ეუთო უკრაინაში საკუთარი დამკვირვებლების რაოდენობის გაზრდას გეგმავს. უკრაინაში ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელის მოადგილის ალექსანდრე ჰუგის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლომდე დამკვირვებელთა რაოდენობა 500-მდე გაიზრდება. ახლა ეუთოს მისია უკრაინაში 260 დამკვირვებელს შეიცავს. მათ შორის 130 – დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე იმყოფება.
მომავალში დონბასში დამკვირვებლების რაოდენობა 350-მდე გაიზრდება.
ჰუგის განცხადებით, ეუთოს მანდატი 2015 წლის 21 მარტამდე გაგრძელდება.