იაცენიუკმა „რუსი ტერორისტების“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დაფინანსებაზე უარი განაცხადა

უკრაინის მთავრობა ტერორისტების დაფინანსებას არ აპირებს. ეს განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა გააკეთა. ცნობილია, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საბიუჯეტო დოტაციების საერთო მოცულობა 50 მილიარდ გრივნაზე მეტია, თუმცა ტერორისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მთავრობა ამ თანხის მიწოდებას არ აპირებს.
„ტერორისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დოტაციები დონეცკის ოლქისთვის – 19,6 მილიარდი გრივნა, ლუგანსკის ოლქისთვის კი 14,6 მილიარდი გრივნაა. თუმცა ხელისუფლება ტერორისტებს აღმოსავლეთით არ დააფინანსებს“, – განაცხადა იაცენიუკმა. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ პენსიები და სოციალური დახმარება შეუფერხელად ირიცხება.
„როდესაც რუსი ტერორისტები დონეცკის და ლუგანსკის ტერიტორიებიდან გაეთრევიან, ტერიტორიებზე კონტროლს დავიბრუნებთ და ყოველ ადამიანს იმ სოციალურ დახმარებას გადავუხდით, რაც ეკუთვნის“, – განაცხადა პრემიერმა.

10748857_862512183789021_1761530183_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები