თეო ხატიაშვილის ლექცია გაიმართება

7 ნოემბერს მწერალთა სახლში ციკლიდან „კინო და თანამედროვე ტენდენციები“ კინომცოდნე თეო ხატიაშვილის საჯარო ლექცია „კინოს გავლენა სტილ(ებ)ისა და იდენტობების ჩამოყალიბებაში“ გაიმართება.
„კინოს დაბადებისთანავე დაიწყეს ლაპარაკი ახალი ენის, უფრო სწორად, ყველაზე პირველი არქაული ენის აღორძინება – დაბადებაზე, რაც მრავალსაუკუნოვანი ლოგოცენტრული კულტურის ვიზუალური კულტურით შეცვლას განაპირობებდა. თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში ეს „წინასწარმეტყველება“ სულ უფრო რეალური ხდება, თუმცა კინოს გავლენა გაცილებით ფართო არეალს მოიცავს, ვიდრე კონკრეტულად ხელოვნების ამა თუ იმ სფეროსა თუ მთლიანად კულტურაში მომხდარი რადიკალური ცვლილებებია. კინო ახდენს გავლენას ცხოვრების წესსა და ეპოქის სტილის ჩამოყალიბებაზე, იდეებისა და იდეოლოგიების ფორმირებასა და გავრცელებაზე, ადამიანის – ნაციის იდენტობის განსაზღვრაზე და ა. შ.“ – ამბობს თეო ხატიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები