კულტურის მინისტრი „ერისიონს“ ეწვია

5 ნოემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონი“ ეწვია და რეპეტიციას დაესწრო.
მინისტრი ანსამბლის ხელმძღვანელსა და დასს სარეპეტიციო დარბაზის გამოყოფასთან დაკავშირებული პრობლემის დროულ მოგვარებასა და მხარდაჭერას დაჰპირდა.
„ერისიონის“ ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს ანსამბლის სამომავლო გეგმები გააცნო. 2015 წელი „ერისონის“ საიუბილეო წელია – სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს დაარსებიდან 130 წელი უსრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით, მომავალ წელს „ერისიონი“ საქართველოს მასშტაბით ტურნეს გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები