ახალგაზრდა ქართველი პიანისტის მარიამ ბაწაშვილის წარმატება

ქართველი პიანისტი მარიამ ბაწაშვილი ფრანც ლისტის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ფინალისტი გახდა. 21 წლის ხელოვანმა ასევე საერთაშორისო პრესის ჟიურის პრიზიც მიიღო.
ფრანც ლისტის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში სამ წელიწადში ერთხელ ტარდება და მასში სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსები მონაწილეობენ.
8 ნოემბერს ფრანც ლისტის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის სამ ფინალისტს შორის 1-ლი, მე-2 და მე-3 ადგილის პრიზიორები გამოვლინდებიან.
მარიამ ბაწაშვილი უკვე ოთხი წელია გერმანიის ქალაქ ვაიმარში, ლისტის სახელობის კონსერვატორიაში სწავლობს. ახალგაზრდა პიანისტი არაერთი პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები