ხელვაჩაურში შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების მფლობელებთან შეხვედრა გაიმართა
ხელვაჩაურში შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების მფლობელებთან შეხვედრა გაიმართა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს დირექტორის მოადგილე – რევაზ პატარაძე შეხვედრის მონაწილეებს ნაოსნობის უსაფრთხოების სტანდარტებზე, მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, ასევე მცურავი საშუალებების რეგისტრაციასა და მართვის სერტიფიკატის შემოღებაზე ესაუბრა.
“შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე და ხელვაჩაურის დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მინდია დიასამიძე.
მსგავსი შეხვედრა უკვე გაიმართა ფოთშიც. აღნიშნული ფორმატის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რაც ნაოსნობაში ჩართულ პირებთან აქტიური კომუნიკაციისა და უსაფრთხო ნაოსნობის ხელშეწყობას ემსახურება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.