თეძამის სატუმბ სადგურზე ახალი ტუმბო-აგრეგატი დამონტაჟდა, რის შედეგადაც 650 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა წყალუზრუნველყოფილი იქნება

შპს „საქართველოს მელიორაცია“ შიდა ქართლში, ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე თეძამის სატუმბ სადგურზე დამონტაჟდა ახალი ტუმბო-აგრეგატი, რის შედეგადაც, სარწყავი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება 4 სოფლის _ ქვახვრელის, დოესის, თელიანისა და ხოვლეს მოსახლეობას, ხოლო საერთო ჯამში წყალუზრუნველყოფილი იქნება 650 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.

შესრულებული სამუშაოები თეძამის სატუმბი სადგურის საიმედო ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, რაც სარწყავი სეზონის განმავლობაში წყლის შეუფერხებელ მიწოდებას, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სტაბილურ მორწყვასა და რეგიონში აგროსექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები