“ეუთო-ს რეზოლუციაში სიახლე არაფერია – პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული, რამაც განაპირობა, რომ ქართულმა დელეგაციამ კენჭისყრის პროცედურა დატოვა” – ვოლსკი

“ეუთო-ს რეზოლუციაში სიახლე არაფერია. პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული, რამაც განაპირობა, რომ ქართულმა დელეგაციამ კენჭისყრის პროცედურა დატოვა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი გუშინდელ ფაქტს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

„ეუთო-ს რეზოლუციაში სიახლე არაფერია. 230-ზე მეტი დეპუტატიდან გადაწყვეტილებას 38-39-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. რეზოლუციაში შესწორების ის რედაქცია შენარჩუნებულია, რომელიც საქართველოს აბრალებს, რომ დაშორებულია სტანდარტებისგან, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას უნდა ახასიათებდეს. ამაში არ ვეთანხმებით, რადგან მეცნიერული ანალიზი და იმ ორგანიზაციების რეიტინგები, რომლებიც გამოქვეყნებულია, ყოველთვის საპირისპიროზე მეტყველებს. მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული და დემარშიც ამან განაპირობა, როცა ქართულმა დელეგაციამ კენჭისყრის პროცედურა დატოვა. ეს დაძაბულობა არსებობს, დამოკიდებულებები საზოგადოებამ უნდა გაანალიზოს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები