ევროკავშირში რუსებისთვის ტურისტული ვიზების დამატებითი შეზღუდვების დაწესებას განიხილავენ

ევროკომისია რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის სრული აკრძალვის შესაძლებლობას განიხილავს.

ამის შესახებ რუსული მედია “იზვესტია” ევროპულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

„ეს წინადადებები განიხილება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან კოორდინაციით“, – განაცხადა გამოცემის წყარომ.

ევროპული მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის 11 წევრმა სახელმწიფომ ევროკომისიას მიმართა ინიციატივით, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დამატებით გამკაცრებას ითვალისწინებს. ქვეყნები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირმა უსაფრთხოების რისკებისა და რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკის გათვალისწინებით უფრო მკაცრი ზომები უნდა განიხილოს.

ევროპარლამენტარმა ფერნანდ კარტჰაიზერმა „იზვესტიას“ განუმარტა, რომ განსახილველი სავიზო შეზღუდვები სახელმწიფო დუმის არჩევნების წინ რუსული საზოგადოების დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული.

მოსკოვში ბრიტანეთის საელჩომ გაზეთს განუცხადა, რომ ლონდონი აქტიურად მუშაობს ევროკავშირელ პარტნიორებთან რუსი სამხედრო პერსონალისთვის სავიზო შეზღუდვების შემოღებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები