გერმანიის ქალაქ შტადეში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილში, ქვემო საქსონიის ქალაქ შტადეში, სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს. პოლიციის ცნობით, ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულია, თუმცა ინციდენტის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.
ხელისუფლების განცხადებით, გამოძიება გრძელდება და დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.