ირანმა თეირანსა და დუბაის შორის პირდაპირი რეისების აღდგენის შესახებ განაცხადა.
Mehr-ის ცნობით, იმამ ხომეინის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველი რეისი დღეს გაფრინდება.
ფრენები ვაშინგტონსა და თეირანს შორის სამშვიდობო მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ აღდგა.
აეროპორტის აღმასრულებელმა დირექტორმა, რამინ კაშეფ აზარმა, განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიზანი მგზავრთა მგზავრობის ხელშეწყობა და ავიაციასთან ურთიერთობების განმტკიცებაა.
ცნიბისთვის, ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლა 2026 წლის თებერვლის ბოლოს შეჩერდა.