“როდესაც ირანთან მეზობელი სომხეთი ურთიერთობს და აქვს შეხვედრები, ეს არის სრულიად ბუნებრივი, ნორმალური პოლიტიკური პროცესი” – გიორგი გაბუნია

“როდესაც ირანთან მეზობელი სომხეთი ურთიერთობს და აქვს შეხვედრები, ეს არის სრულიად ბუნებრივი, ნორმალური პოლიტიკური პროცესი”, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ ირანის დელეგაციის სომხეთში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

„აქ ყურადღებას იქცევს მხოლოდ ერთი ფაქტი, რომ სომხეთი, რომელიც ისწრაფვის ევროკავშირისკენ, რომ ურთიერთობს ირანთან არ არის კრიტიკის საგანი, ხოლო საქართველო, რომელიც გაემიჯნა ომის და დესტრუქციის პოლიტიკას და არ ჩაერთო იმ საშიშ სცენარებში, რომელიც განადგურებას უქადდა ჩვენს ქვეყანას, ნებისმიერი მისი საგარეო აქტივობა ხდება კრიტიკის საგანი“, – აღნიშნა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები