გალერეა „არტ ავენიუში“ კახა ხინველის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნება

8 ნოემბერს გალერეა „არტ ავენიუში“ მხატვარ კახა ხინველის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნება.
მხატვარი კახა ხინველი საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია. წლების განმავლობაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ არაერთი გამოფენა ჰქონდა, მათ შორის: გერმანიაში, რუსეთში, აზერბაიჯანში, შვედეთში და ა.შ. აგრეთვე, მხატვრის ნახატები ინახება სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში: საქართველო, რუსეთი, აშშ, მექსიკა, გერმანია, საფრანგეთი, სერბეთი, ბელგია, თურქეთი, ნიდერლანდი, შვედეთი, იტალია, საბერძნეთი, ისრაელი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები.
კახა ხინველის ბიოგრაფია შეტანილია თანამედროვე ქართველ მხატვართა ენციკლოპედიაში. იგი დაჯილდოებულია მრავალი დიპლომით და სიგელით. გამოფენა 11 ნოემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები