დღეს „გამოფენების ფესტივალი“ გაიხსნება

დღეს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში „თავისუფალი პროექტების კონკურსში“ გამარჯვებული პროექტი „გამოფენების ფესტივალი“ გაიხსნება.
პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაცია“ ფარგლებში ხორციელდება და სამი დღის განმავლობაში – 4, 9 და 14 ნოემბერს სამი სხვადასხვა თემატიკის გამოფენით უმასპინძლებს დამთვალიერებლებს. ღონისძიებაში უკვე შემდგარი და საზოგადოებისათვის თავისი პროფესიით კარგად ნაცნობი ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას.
ფესტივალის მიზანია, კონკრეტული ადამიანები განსახვავებული, კერძოდ კი, ხელოვნების კუთხით წარუდგინონ საზოგადოებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები