„ლიგამუსში“ დავით ჩიხლაძის ლექცია გაიმართება

სტუდენტური პროექტის Sapere Aude-ს ფარგლებში, ყოველ სამშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ იმართება საჯარო ლექცია.
დღეს მოხსენებას წარადგენს პოეტი და თეატრის არტისტი დავით ჩიხლაძე. თემა – „ოქროს საწმისის მითი, როგორც სექსუალური ენერგიის ტრანსფორმაციის რუკა – მიწისქვეშეთის საიდუმლო ფემინური რელიგიები კოლხეთსა და ქართლში“. ლექცია თანხლებულია მედეას არტემიდეს ბაღის კატალოგის სპეციალური ილუსტრაციებით. ლიმიტირებული რაოდენობით წარმოდგენილი იქნება გოეტიურ რიტუალებში შესავალი წიგნი „არმაზის გასაღები“. ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები