„ფრონტლაინ ჯორჯიაში“ სარა პოლის დოკუმენტურ ფილმს აჩვენებენ

7 ნოემბერს „ფრონტლაინ ჯორჯიაში“ ნაჩვენები იქნება, რეჟისორ სარა პოლის დოკუმენტური ფილმი „ამბები, რომლებსაც ვყვებით“.
კანადელი რეჟისორი სარა პოლი გარდაცვლილი დედის ისტორიას და საკუთარ წარმომავლობას იკვლევს, თუმცა, საერთო ჯამში, ეს ისტორია ერთი კონკრეტული ოჯახის ამბავს ცდება და წარსულში უნივერსალურ მოგზაურობად იქცევა.
პირადი ისტორიების მოყოლასთან დაკავშირებულ ეთიკურ გამოწვევას რეჟისორი ფრთხილად და იუმორით პასუხობს. პირად ისტორიებთან ერთად, ის თხრობის ხერხებსაც იკვლევს. სარა პოლი დოკუმენტური კინოს შესახებ შექმნილი სტერეოტიპების დანგრევას ცდილობს. სწორედ ამიტომაა „ამბები, რომლებსაც ვყვებით“ ფორმითა და სტრუქტურით საინტერესო.
ფილმს დოკუმენტალისტი ნინო ორჯონიკიძე წარადგენს. სად გადის ზღვარი პირად ცხოვრებასა და მისი ასახვის შესაძლებლობას შორის? სად გადის ზღვარი რეალურსა და წარმოსახვითს, დოკუმენტურსა და მხატვრულ კინოს შორის? ფილმის დასრულების შემდეგ აუდიტორიას მიეცემა ამ კითხვების ირგვლივ დისკუსიაში მონაწილეობის საშუალება.
ფილმი ნაჩვენები იქნება „ფრონტლაინ ჯორჯია“ კლუბის პრეოქტის „ღია პლატფორმის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ამერიკის სალეჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით.
ფილმი ნაჩვენები იქნება ინგლისურ ენაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები