ალექსანდრე რაქვიაშვილი: ალიანსი არის „ნაცმოძრაობის“ ყოფილი და მოქმედი წევრების გაერთიანება – ამ ხალხს ერთმანეთი ისე ჰყავს ნაგინები, საერთოდ უცნაურია, რომ გაერთიანდნენ

„ალიანსი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი და მოქმედი წევრების გაერთიანება”,- ამის შესახებ “გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის გაერთიანება უცნაურია.

“ამ ხალხს ერთმანეთი ისე ჰყავს ნაგინები, საერთოდ უცნაურია, რომ გაერთიანდნენ, მაგრამ მთავარი კითხვა ის არის, მიხეილ სააკაშვილი რატომ იტანს ამ მოღალატეებს, თავის თავს ლილიპუტებს რომ ეძახდნენ და ახლა რაღაც ამბიციები აქვთ. ამომრჩეველი ტყუვდება ხოლმე, მაგრამ თუ დავაკვირდებით, რამდენი ადამიანი გამოდის ამ ალიანსის აქციებზე ბოლო დროს, შეიძლება ვთქვათ, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი მიხვდა, რომ ატყუებდნენ”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები