ანატოლი კალინოვსკის „კავკასიის ნადირობანის“ პრეზენტაცია გაიმართა

 

    ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერეცნიო დარბაზში 1900 წელს გამოცემული უნიკალური წიგნის, ანატოლი კალინოვსკის „კავკასიის ნადირობანის“ ხელახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ნადირობის ისტორიის მკვლევარის ოთარ ლომთაძის ხელმძღვანელობით გამოიცა.
პროფესიით კიბერნეტიკოსი ოთარ ლომთაძე ნადირობის შესახებ რამდენიმე ფუნდამენტური ნაშრომის ავტორია. ახლახანს ლომთაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკას თავისი უნიკალური ბიბლიოთეკის საუკეთესო ეგზემპლარები გადასცა. მათ შორისაა: 1877 წელს გამოცემული სერგეი რომანოვის „თოფით ნადირობის ლექსიკონი“, 1925 წელს გამოცემული სერგეი ბუტურლინის „მონადირის სამაგიდო წიგნი“, 1897 წელს გამოცემული „ძაღლებითა და თოფით ნადირობა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები