“რესურსი რომ არ არსებობდეს, ამერიკა საქართველოსთან ურთიერთობას ასე ინტენსიურად არ დაიწყებდა” – თენგიზ შარმანაშვილი

“რესურსი რომ არ არსებობდეს, ამერიკა საქართველოსთან ურთიერთობას ასე ინტენსიურად არ დაიწყებდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

ამასთან, დეპუტატის თქმით, ბევრი რამ განაპირობა მარკო რუბიოს სატელეფონო ზარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.

“შემდეგ კიდევ სხვა ნაბიჯები გადაიდგა, სადაც ითქვა, რომ ამერიკის მხრიდან შეიქმნებოდა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ საკითხს დეტალურად გაივლიდა ყველა. პირველ შედეგებს ხედავთ – განცხადება გაკეთდა და მათი ხედვა უკვე დაგვანახეს. რესურსი შემდეგია – ქართული მხარე დიდი ხანია, ამბობს, რომ მზად ვართ, რეალური და სტრატეგიული პარტნიორობის ნაბიჯების გადასადგმელად. უფრო სერიოზული ურთიერთობებისკენ წასვლისთვის ვართ მზად, ვიდრე აქამდე იყო. აქამდე იყო პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც მეტ-ნაკლებად ქაღალდზე იყო და მას ინტენსიური გამოხატულება არ ჰქონდა არცერთ ეტაპზე. იყო რაღაც პოლიტიკური მხარდამჭერები და ა.შ. მაგრამ რეალური, ხელშესახები, თუნდაც ეკონომიკის სფეროში, არ იყო. ახლა უკვე ამ სფეროებზეც, ინვესტიციებზე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებაზეც დაიწყო საუბარი და არ შეიძლება, ეს დადებით ემოციებს არ იწვევდეს ნებისმიერ ჩვენგანში“, – თქვა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები