კავკასიის კულტურულ ინიციატივათა ქსელის შემაჯამებელი კონფერენცია

3 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი კავკასიის კულტურულ ინიციატივათა ქსელის (Caucult) შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. კულტურის მინისტრის მოადგილემ აუდიტორიის წინაშე კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შექმნის შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას.
Caucult-ი საერთაშორისო ინტერკულტურული პროგრამაა, რომლის მიზანი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის კულტურათაშორისი დიალოგის წარმოება და კულტურული მრავალფეროვნების გაღრმავებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები