პეტრე მამრაძე: მარგველაშვილს სააკაშვილის სადისტური რეჟიმი ერთხელაც არ უმხილებია

პარლამენტის ყოფილი წევრი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას ოკუპირებული ტერიტორიების საკითხთან კავშირი არ აქვს და ამ თემას ,,ნაციონალები“ თავისი მიზნის მისაღწევად იყენებენ. მისივე აზრით, აქციაზე საზოგადოება არ მივა, თუმცა ფინანსებით გარკვეული რაოდენობის ადამიანების მიყვანას მაინც შეძლებენ.
როგორც მამრაძემ გაზეთ ,,ასავალ-დასავლთან“ საუბრისას განაცხადა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსია ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოში მოხდა. ,,სწორედ სააკაშვილმა ამოაშლევინა სარკოზის ხელშეკრულებიდან ის ცნობილი მეექვსე პუნქტი, რომელიც გარანტიას იძლეოდა, რომ რუსეთს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოსგან დამოუკიდებელ ტერიტორიებად არ ეცნო. გარდა ამისა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსია 2008 წელს განხორციელდა და არა ახლა, როგორც ,,ნაცები“ ყვირიან. სამწუხაროდ, მათ ,,ქოცების“ ნაწილიც აჰყვა და მარგველაშვილიც, რომელსაც სააკაშვილის სადისტური რეჟიმი ერთხელაც არ უმხილებია“, – აცხადებს პეტრე მამრაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები