დიმიტრი ლორთქიფანიძე 15 ნოემბერს დაგეგმილი აქციის საფრთხეებზე მიანიშნებს

„ნაციონალური მოძრაობა“ ,,ვარდების რევოლუციის“ გეგმის მიხედვით მოქმედებს, – ამის შესახებ პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრმა, უფლებადამცველმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ გაზეთ ,,ასავალ-დასავალთან “ საუბრისას განაცხადა.
ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ,,ნაცმოძრაობის“ სატელიტი ორგანიზაციების ლეგიტიმაციის საკითხი სასწრაფოდ უნდა დადგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ,,ქართული ოცნება“ შევარდნაძის ხელისუფლების ბედს გაიზიარებს.
,,ნაცები“ მაშინაც და ახლაც ერთი და იგივე სქემით მოქმედებენ. თავიდანვე ვთქვი, რომ ,,თავისუფალი ზონა“ არის ,,კმარას“ რეინკარნაცია. 2003 წლის ნოემბრის პროცესებსაც წინ ე.წ. არასამთავრობო სექტორის გააქტიურება უძღოდა, რომელსაც დესტაბილიზაციის შექმნა ევალებოდა“, – აცხადებს ლორთქიფანიძე. მისივე თქმით, ,,თავისუფალი ზონა“ უცხოეთიდან შემოსული შავი ფულით ფინანსდება.
,,თავისუფალი ზონა“, ასევე ,,ნაცმოძრაობის“ სხვა სატელიტი ორგანიზაციები, უცხოეთიდან გამყოფილი შავი ფულით უხვად ფინანსდებიან. ამ ორგანიზაციების მიზნების მიღწევის გზა ძალადობაზე გადის და ამიტომ, თუ მათი ლეგიტიმაციის საკითხი დღესვე არ დაისმება, ღარიბაშვილის ხელისუფლებაც მალე იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდება, როგორშიც შევარდნაძე 2003 წლის ნოემბერში აღმოჩნდა“, – მიიჩნევს უფლებადამცველი.
უფლებადამცველი ფიქრობს, რომ საზოგადოება 15 ნოემბრის აქციაზე პირად ანგარიშსწორებაზე გადავა. მისივე შეფასებით, საზოგადოება, ,,ნაციონალების“ გარდა, პასუხს დღევანდელ ხელისუფლებასაც მოსთხოვს.
,,ნაციონალები“ ახლა ყველაფერს იღონებენ, რათა დასავლეთის თვალში აქციის შედეგად თავი დაზარალებულად წარმოაჩინონ, წყალი აამღვრიონ და პროცესები ქუჩაში გადმოიტანონ. ცხადია, ქუჩაში ,,ნაციონალების“ გამოსვლას აუცილებლად მოჰყვება იმ საზოგადოების პროტესტი, რომელსაც ,,ნაცები“ წლების განმავლობაში აწამებდნენ. ხალხი ანგარიშსწორებას დააპირებს, რადგან სამართლიანობის აღდგენა ხელისუფლებამ აქამდე ვერ შეძლო…
,,ნაციონალებისგან“ დევნილი საზოგადოება არა მხოლოდ ქუჩაში გამოსულ ,,ნაცებს“ გაუსწორდება, არამედ იმ ხელისუფლებასაც, რომელმაც საქმე აქამდე მიიყვანა. ,,ოცნებასაც“ და ,,ნაცმოძრაობასაც“ საზოგადოება პასუხს ერთ ჭრილში მოსთხოვს. როგორც ჩანს, ,,ქართული ოცნების“ უმაღლესი ხელმძღვანელები ამ საფრთხეს აცნობიერებენ და კონტრშეტევაზე გადადიან. გამორიცხული არაა, პროვოკაციის ორგანიზატორების დასაკავებლად, სპეცოპერაციების სერია მზადდებოდეს“, – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები