თემურ შაშიაშვილი: უცხოურმა სპეცსამსახურებმა გიორგი მარგველაშვილზე დიდი ფული დახარჯეს

თუ უცხოეთის სპეცსამსახურებს ვინმეზე დიდი ფული აქვთ დახარჯული, ეს გიორგი მარგველაშვილია, – ამის შესახებ პარტია ,,თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა გაზეთ ,,ასავალ-დასავალთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილი, ისევე როგორ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, უცხოური სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებენ.
,,თუკი უცხოურ სპეცსამსახურებს ვინმეზე დიდი ფული აქვთ დახარჯული, ეს სწორედ გიორგი მარგველაშვილია. როგორ შეიძლებოდა ქვეყნის პრეზიდენტი ყოფილიყო კაცი, რომელიც ,,თავისუფლების ინსტიტუტის“, სოროსისა და IND-ის სათავეებთან იდგა. ხოლო, პრეზიდენტი მივა თუ არა 15-ში აქციაზე, კი არ მივა, მიიყვანენ, როგორც დასჭირდებათ. მარგველაშვილი ჩვეულებრივი ,,პლასტელინიაო“,- თქვეს, მაგრამ ,,პლასტელინი“ ბიძინა ივანიშვილისთვის კი არა, არამედ იმ უცხოური სპეცსამსახურებისთვისაა, ვინც მასში უზარმაზარი ფული ჩადო“, – განაცხადა შაშიაშვილმა.
პარტია ,,თეთრების“ ლიდერის განცხადებით, ,,ნაცმოძრაობის“ მიერ დაანონსებული 15 ნოემბრის აქცია უცხოური სპეცსამსახურების მიერ გაცემული მორიგი დავალებაა.
„ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადენს არა მონა სააკაშვილი და მისი ,,ნაცმოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქცია, არამედ ის სპეცსამსახურები, რომლებსაც სააკაშვილი ემსახურება. ფაქტია, რომ 15 ნოემბრის აქცია უცხოური სპეცსამსახურების მიერ სააკაშვილისა და ,,ნაციონალებისთვის“ მიცემული მორიგი დავალებაა“,-აღნიშნავს შაშიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები